უბრალოდ რა ვთქვა ისიც არ ვიცი შოკირებული ვარ, ხალხო რა საშინელება ხდებაა და ნუთუ ეს ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიგო სადა მთავრობა სად ასაპატრიარქო?? საშინელება ხდება და ყველა დუმს ან შვილები არ გყავთ ან ქრისტიანები არ ხართ?? ეს არის გზა ევროპისკენ? ასე ხდება ევროპაში?? გამოვიდეს კაბინეტიდან ჯანდაცვის მინისტრი შეხედოს ხალხს თვალებში შეხედოს ამ გამწარებულ დედას, რომელსაც ორი შვილი გარდაეცვალა და მესამის გადასარჩენად იბრძვის, გამოდით მინისტრებო კაბინეტებიდან ,იმისთვის აგირჩიეთ რო ხალხს დაეხმაროთ და არა იმისთვის რო პრემიები გმოიწეროთ და ცხოვრება აიწყოთ, ამ ბავშვის ყოოველი ტკივილიან დღე ყოველი წუთი არის საშინელება, და გამოდით დროზე კაბინეტებიდან სანამ გამოგიტანთ იქიდან!! წერს მანანა ბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე !
დედა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მესამის გადასარჩენად იბრძვის და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.
ია კოხრეიძეს ორი შვილი დაუდგენელი დაავადებით გარდაეცვალა. მესამე შვილი, გიორგი, ამჯამად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, მისი გადარჩენის შანსები არსებობს.
გარდაცვლილი ბავშვების ძმას, 11 წლის გიორგი ჯიშკარიანს. სიმპტომები: უჭირს სიარული, აქვს მხედველობის პრობლემა,თან დაერთო კარდიოლოგიური პრობლები, კვირაში სამჯერ გადასხმა სჭირდება, საკვების მიღებისას ღებინება ეწყება.
11 წლის გიორგი სიცოცხლით სავსე ბიჭია და ყოველდღიურად იბრძვის ამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კომა, რომელიც მის ერთერთ ძმას სიკვდილის წინ განუვითარდა, გიორგიმ იაშვილის კლინიკაში გადაიტანა და სრულიად ღონემიხდილი იყო.
მაშინ გიორგი, ბევრი კეთილი ადამინის დახმარებით, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და გერმანიაში გაემგზავრა(2013წ), სადაც ურთულესი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა, ვერც გერმანელემა ექიმებმა შესძლეს ზუსტი დიაგნოზის დასმა. ერთადერთი, რაც გერმანულ კლინიკაში დადგინდა, არის ის, რომ გიორგის ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ შეიცავს ვიტამინ „D”-ს.
გიორგის გერმანულ კლინიკაში გამოკლვლევები და მკურნალობა შეწყდა - უსახსრობის გამო. გიორგი ამჟამად არის ძალინ მძიმედ და მას გერმანიაში ხელახლა გამგზავრება სჭირდება.
გიორგი ჯიშკარიანს 30 000 ევრო აქვს კლინიკის ანგარიშზე და ვერ მიდის გერმანიაში, რადგან გამგზავრების და იქ გამოკვლებებისას საცხოვრებელი ხარჯები 10 000 ევროს აღწევს. პირველ ეტაპზე 5 000 საკმარისია,რომ გაემგზავროს.
ასევე აუცილებელია მისი მამის გამგზავრება კვლევებისათვის,რომ გიორგის საბოლოო დიაგნოზი დაუდგინონ. ბავშვის მდგომარეობა უარესდება და თუ ის კიდევ უფრო დამძიმდა , გადაყვანის ხარჯები მინიმუმ 20 000 ევროთი გაიზრდება.
ოჯახი თხოვს ყველას, შეძლებისდაგვარად გაიღოს თანხა გიორგის გადასარჩენად.
ჯიშკარიანების ოჯახის ტრაგედია იწყება 2003 წლიდან:
2003 წელი, გოგა ჯიშკარიანი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
2013 წლის 6 მარტს, თენგო ჯიშკარიანი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
გიორგი ჯიშკარიანი 11 წლის, დიაგნოზი ვერ დაუდგინდა. ცოცხალია!
გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახმა სახლი იპოთეკით დატვირთა და თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაუყიდეს. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან.
ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში:GE55BG0000000294612100
მიმღები დედა: ია კოხრეიძე.პირადი ნომერი 60001055881
მობილურის ნომერი 595 530 270
პოსტსკრიპტუმი: სოციალურ ქსელში ქვეყნდება გიორგი ჯიშკარიანისა და მისი დედის ია კოხრეიძის დიალოგი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „საბას“ ხელმძღვანელმა ცირა ტყებუჩავამ ჩაწერა:
- დედა,მტკივა.
- ვიცი, შვილო.
- დედა ძალიან მტკივა,მიშველე რამე.
- მოგიკვდეს დედა...
- დედა,მეც უნდა მოვკვდე? როგორც თენგო და გოგა.
- არა დედა,შენ კარგად იქნები.
- დედა ,შენ თენგოსაც მაგას ეუბნებოდი.
- ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება, გიორგი,შენ კარგად იქნები.
- დედა როდის წავალთ გერმანიაში, ვეღარ ვუძლებ.
- მალე,გპირდები, მალე წაგიყვან.
- ფული რომ არ გვაქვს?
- ვიშოვით, დედა გენაცვალოს.
- მამა რატომ ტირის?
- იმიტომ,რომ ძალიან უყვარხარ.
- არ იტირო დედა,არ მინდა რომ ტირიხართ. მეც მიყვარხართ.
- აღარ ვტირი. გაგიარა გიორგი?
- არა. დე...მეშინია, არ მინდა თენგოსთან, შენთან მინდა. არ მინდა სიკვდილი,მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ.უთხარი ხალხს, რა.
- ვეტყვი, შვილო.
- ჰო,უთხარი და დამეხმარებიან.მე ვიცი. დე,მზე ამოვიდა,ლამაზია მზე.
- კი, ლამაზია.
- დე,თენგოსაც უყვარდა მზე.
- კი ,უყვარდა შვილო, მზე ყველას უყვარს.
- არა, მე ყველაზე მეტად მიყვარს. მე დამეხმარებიან, ვიცი...“
https://www.facebook.com/profile.php?id=100003844967192&fref=nf