ანი ნადარეიშვილის ძმა დააკავეს-ნადარეიშვილების სამ ბინაში ჩხრეკა ერთდოულად მიმდინარეობს
ანი ნადარეიშვილის ძმა, ვლადიმერ ნადარეიშვილი დააკავეს. ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ადასტურებს. ამასთან ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ ამ დროისთვის მისი ოჯახის სამი ბინის ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობს.
„ჩემი ოჯახის სამ ბინას ჩხრეკენ ერთდროულად: მამაჩემის სახლს, ჩემს ბინას და ჩემი ძმის ბინას!“,-წერს ნადარეიშვილი
რაც შეეხება ვლადიმერ ნადარეიშვილის დაკავებას, ანი ნადარეიშვილის განცხადებით გამოძიება მის ძმას გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მუქარას და გამოძალვას ედავება.
„ჩემს ძმას მანქანა დაზღვეული ჰყავს სადაზღვევო კომპანია "ალდაგში". გამოძიება ედავება, რომ ვისთანაც ჰქონდა ხელშეკრულება დადებული, ვინმე გელაშვილთან, თურმე ის ჩაისვა მანქანაში, ვინაიდან სადაზღვევომ ფული არ გადაუხადა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსების ტერიტორიაზე გაასეირნა. თურმე იქ დაემუქრა და მოიყვანა უკან. მას ბრალად ედება თავისუფლების აღკვეთა, მუქარა და გამოძალვა – ეს სამი მძიმე მუხლი წაუყენეს", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.