ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თბილისის ორი გამგებელი, საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი დაიბარეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:00 საათზე დაბარებული არიან გამგებლები: თორნიკე ხუციშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი, ასევე საკრებულოს წევრი ლევან მხეიძე და თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ცენტერაძე.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს აღნიშნული პირები საგამოძიებო სამსახურში და დაიკითხებიან თუ არა ისინი მოწმის სტატუსით.