ბათუმში, რესტორან,, ყირამალაში”, მეორე სართულზე შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანმხლებ პირებთან ერთად ქეიფობდა, რის გამოც ჭიკაიძის პირად დაცვას გადაკეტილი აქვს რესტორნის შიდა პერიმეტრის ნახევარზე მეტი და მიმდებარე ტერიტორია. რესტორანში მყოფი სხვა მოქალაქეებისთვის საპირფარეშოთი სარგებლობაც კი აკრძალულია. მოქალაქეთა ნაწილმა შექმნილი დისკომფორტისა და დაწესებული შეზღუდვების გამო გამოხატა უკმაყოფილება და ნაადრევად დატოვა რესტორანი. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, რაც ჭიკაიძის პირადი დაცვის წევრსა და რესტორნის ერთ-ერთ სტუმარ მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დასრულდა. ქეიფი გაგრძელდა… “სიტუაცია კი სტაბილურად მშვიდია”.გთავაზობთ ფოტოებს, ბათუმიდან მოგვაწოდა რესტორან ყირამალას ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც დაცვამ შენობაშიც კი არ შეუშვა.
tzona.org