Express News

სკანდალი-ყოფილი „სოდ“-ელი დავით მხეიძე, რომელმაც 2007 წელს ჩინოვნიკს პანღური ამოარტყა, დღეს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს![VIDEO]



ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ახალი ხელისუფლების მიერ კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დავით მხეიძის დანიშვნის ფაქტს ეხმაურება:
„მაშინ როდესაც ეს ხელისუფლება ოპოზიციაში იყო და ირაკლი კოდუა „სოდ“-ის უფროსი მოხდა ეს ფაქტი. (ძალიან ცუდი ნამდვილად) მაშინდელმა ოპოზიციამ, ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გამოსვლებით იმდენს მიაღწია, რომ ვანო მერაბიშვილმა ირაკლი კოდუას დაურეკა და უთხრა – მოეხსნა თანამდებობიდან „სოდ“-ის ნარკომანიის უფროსი დავით მხეიძე (და არა კობახიძე, როგორც ამას წამყვანი ამბობს). კოდუამ მინისტრის ბრძანება შეასრულა იმიტომ, რომ ფაქტი ძალიან პოლიტიზირებული იყო. (ზოგადად, კოდუა ცნობილია იმით, რომ ძალიან იცავდა საკუთარ კადრებს და ეს ყველამ იცის შსს-ში) გავიდა დრო. მაშინდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა და პანღურის გამო მოხსნილი დავით მხეიძე დანიშნეს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ (რომელსაც შეუერთეს „სოდ“-იც) და ჩააბარეს მთელი ქვეყნის ნარკოდანაშაულის გაკონტროლება, ანუ იგივე რაზეც კოდუას ყავდა დანიშნული, უბრალოდ ახლა უკვე უფრო დიდი მასშტაბებით) მე მაინტერესებს როდის იყავით მეგობრებო გულწრფელები ან მართლები? მაშინ როდესაც ოპოზიციაში იყავით, თუ დღეს როდესაც ხელისუფლებაში ხართ?
„პრაიმერის“ წყაროს ინფორმაციით: „დათო მხეიძე ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაკავებული იყო გენინსპექციის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ეს ამბავი არ გახმაურებულა და ამის სანაცვლოდ, მერაბიშვილმა კოდუას მხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა. იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელის გოგოძის ბიძაშვილი იყო, მოგვიანებით მხეიძე სწორედ ამ სტატუსის გამო დააბრუნა მესხელმა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამორიცხულია, რომ ეს დეტალები ალექსანდრე ჭიკაიძემ არ იცოდეს, ის ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს გლდანი-ნაძალადავის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო“ – აცხადებს „პრაიმერის“ წყარო.

http://primerinfo.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT