მედიის განვითარების ფონდი(MDF) 7 სექტემბერს, პირველ საათზე პოლიციის "რეიდების" დროს ვიდეო გადაღების შეზღუდვისა და ამ პროცესში ინტერნეტ პორტალ media.ge-ს ჟურნალისტის ნატა ძველიშვილის თანმხლები პირის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა მედიის ტრადიციული გაგება ფუნდამენტურად შეცვალეს, ახალი მედიის ცნება კი მოქალაქე ჟურნალისტების მიერ საჯარო სივრცეში ინფორმაციის შეუზღუდავად შეგროვებასა და გავრცელებას გულისხმობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის ქმედება როგორც ჟურნალისტ ნატა ძველიშვილის, ასევე მისი თანმხლები პირის მიმართ უკანონოა და სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს:
"მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
• დროულად შეისწავლოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს მომხდარ კანონდარღვევაზე;
• არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მონაწილეობით, შეიმუშაოს სპეციალური ოპერატიული ან სხვა სახის ღონისძიებების დროს ჟურნალისტებთან და ზოგადად მოქალაქეებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპები;
• პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსში სათანადო ყურადღება დაუთმოს პოლიციელთა მომზადებას ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების პროცესში მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებს;

მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს:
• შეისწავლოს პოლიციის ქმედება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ინციდენტზე;
• შეიმუშაოს რეკომენდაციები პოლიციის მიმართ ანალოგიურ ვითარებებში პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია განცხადებაში.
• შეიმუშაოს რეკომენდაციები პოლიციის მიმართ ანალოგიურ ვითარებებში პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 7 სექტემბერს, დაახლოებით 1 საათზე რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტთან“ ჟურნალისტ ნატა ძველიშვილის მეგობარი დააკავეს. როგორც ჟურნალისტი media.ge-სთან საუბრისას იხსენებს, სუპერმარკეტიდან მეგობრებთან ერთად გამოვიდა და დაინახა, რომ პატრული ახალგაზრდებს ჩხრეკდა. რის შემდეგაც მან და მისმა ერთმა ნაცნობმა გადაღება გადაწყვიტეს. ამ დროს მათთან პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და კადრების წაშლა მოსთხოვთა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრათ. ჟურნალისტი ამბობს, რომ კადრებში მნიშვნელოვანი არაფერი იყო და მანაც და მისმა ნაცნობმაც ისინი წაშალეს.
თუმცა პატრულის თანამშრომლებმა ჩამოთმეულ ტელეფონში სხვა კადრების დათვალიერება დაიწყეს, რაზეც ჟურნალისტის მეგობარმა მიუთითათ, რომ ეს პირადი ინფორმაცია იყო და პოლიციელებს კონკრეტულ ვითარებაში მისი ნახვის უფლება არ ჰქონდათ.
ნატა ძველიშვილი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელებმა, სავარაუდოდ ხელმძღვანელმა, მისი ნაცნობის დაკავების ბრძანება გასცა.