Express News

კიკაბიძე, ნიჟარაძე, წურწუმია, სეფაშვილი და სხვა ცნობილი სახეები დაიკითხებიან


გაზეთი „ქრონიკა” „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციებს აქვეყნებს. როგორც “ქრონიკა” წერს პროკურატურა მალე დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს – ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძეს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ “ჯორჯიას” – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს და სხვა მომღერლებს. ასევე, “კომედი შოუს” მსახიობებსა და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრებს. მათ, სავარაუდოდ, მოწმის სახით დაჰკითხავენ.
“საქმე ის გახლავთ, რომ სხვადასხვა დროს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ამ და სხვა მომღერლებისთვის ჰონორარი გადახდილია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან. თუმცა, ეს კიდევ არაფერი, თუ სახელმწიფო პროგრამით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და ჰონორარი ამ სამსახურმა გადაუხადა, ეს კანონის დარღვევა კი გახლავთ, მაგრამ ქვეყნის დაქცევა ნამდვილად არ არის – ხალხს რომელი ჯიბიდან ამოაცლიან ფულს საკუთარი გართობისთვის, სულ ერთია. მორალურ მხარეს ვგულისხმობ, თორემ კანონი იტყვის თავის სიტყვას. ამ შემთხვევაში საქმე თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს და სააკაშვილის დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა, ეს არ გახლავთ ყველაფერი, ამორალურობისა და უზნეობის შესახებ, ახლა წაიკითხავთ.
ზემოჩამოთვლილი მომღერლების ერთი ნაწილისთვის და ასევე, სხვა მომღერლებისთვის, რამდენიმე შემთხვევაში, ჰონორარის გადახდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, ემთხვევა “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნების დაბადების დღის თარიღებს. 3 შემთხვევაში, 2008, 2009 და 2011 წლებში, მათ თანხები გადაუხადეს 21 დეკემბერს – მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ასევე 2011 წელს მომღერლებმა ჰონორარი მაინცდამაინც 24 ოქტომბერს მიიღეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან – 24 ოქტომბერს ბაჩო ახალაიაა დაბადებული. ორ შემთხვევაში, 2009-2010 წელს თემურ ჯანაშიას უწყება მომღერლებს ჰონორარებს ზუსტად სანდრა რულოვსის დაბადების დღეს – 23 დეკემბერს ურიცხავს, 2011 წელს – 27 ივლისს, ზურაბ ადეიშვილის დაბადების დღეს, ხოლო 2010-2012 წლებში, ზედიზედ სამჯერ, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეს – 15 აპრილს. გამოდის, მიხეილ სააკაშვილის, სანდრა რულოვსის, ბაჩო ახალაიას, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეებზე ქართველი მომღერლები მღეროდნენ, იუბილარებსა და მათ სტუმრებს ართობდნენ, ფულს კი ბიუჯეტი იხდიდა, თანაც სისტემატურად?!!“, – წერს გაზეთი “ქრონიკა“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT