"პრემიების სკანდალი" ავთანდილ ბერიძე-15 000 ლარი, გიორგი ერმაკოვი 5535 ლარი-პრემიების ახალი სია
ხელისუფლების წევრების მორიგ პრემიებზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭივრალობა- საქართველო“. ამჯერად ანგარიში სამეგრელო -ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში, ასევე, აჭარის მთავრობაში გაცემულ პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე მოიცავს ინფორმაციას. დოკუმენტის მიხედვით 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით სამეგრელო- ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა. აჭარის თვითამრთველობებსა და აჭარის მთავრობაში კი მილიონ 861 ათას 197 ლარი. კვლევის მიხედვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 5 თვეში 8 650 ლარი აიღო პრემიის სახით. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ 15 ათასი ლარი. ბათუმის არჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა კი 3 თვეში 5535 ლარი.