დღეს, 21 ივლისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა ქუთაისში პრეზენტაცია გამართეს, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ წარმოადგინეს ანგარიში.
როგორც თეონა ზაქარეიშვილი განმარტავს, უმაღლესი საბჭოს მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მიღებული აქვთ უმაღლესი საბჭოს წევრობის კომპენსაცია (უსწ). აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშრიებული ფულადი ანაზღაურების ოდენობა:
"აღნიშნული ოდენობა ემთხვევა უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციისთვის გაცემულ თანხებს, რაც ქმნის ბუნდოვანებას, და გაურკვეველია, თუ რატომ უწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილების განხოციელებასთან დაკავშირებულ სახსრებს კომპენსაციას."
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძემ 2014 წლის პირველ 5 თვეში თანამდებობრივი სარგოს გარდა (15 ათასი ლარი) უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით მიიღო 13 750 ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ თანამდებობრივი სარგოს გარდა( 11 750 ლარი) კომპენსაციის სახით მიიღო 11 750 ლარი, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა: ანზორ თხილაიშვილმა, ალექსანდრე ჩიტაშვილმა, თემურ კახიძემ, ირაკლი ჯაშმა, აკაკი ძნელაძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მასალკინმა, ჯემალ ფუტკარაძემ, სულხან ღლონტმა. უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს - მერაბ აბაშიძეს, მურმან ბერიძეს, თემურ ბოლქვაძეს, ასმათ დიასამიძეს, პეტრე ზამბახიძეს, ეკატერინე თარგამაძეს, სვეტლანა კუდბას და მიხეილ მჟავანაძეს თანაბარი ოდენობის თანამდებობრივი სარგოს გარდა(9 750 ლარი) უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით აღებული აქვთ 10 750 ლარი.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/33992/.htm