ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოფისთან „ახალგაზრდული ცენტრი" აქციას გამართავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, ტელეკომპანია„რუსთავი 2" თავისი ფორმატიდან გამომდინარე, აშკარად ეწევა „ნაციონალური მოძრაობის" პიარს და იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთოს, ეს ტელევიზია იქცა რეპრესიული რეჟიმის წამყვანი პირების აგიტატორ-პროპაგანდისტად.
„ახალგაზრდული ცენტრი" „რუსთავი 2"-ის ოფისიდან „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებს, სადაც „ნაციონალებისთვის" გამაფრთხილებელ აქცია-პერფომანსს მოაწყობენ.
„შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა, მივალთ „ნაციონალების" ცენტრალურ ოფისთან. ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ ისინი ევრომაიდნის მოწყობას გეგმავენ და ეს ნათლად ჩანს მათი პატარ-პატარა პროვოკაციებიდან. ახლა ეს იქნება მათთვის გამაფრთხილებელი აქცია, სადაც მივიტანთ საბურავებს. აბა, ვნახოთ, ვინ გაბედავს და დაანთებს ცეცხლს პირველი", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში ქადაგიძე.