Express News

ეკა ბესელიასა და უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა



საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასა და უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მიზეზი სოციალურ ქსელ facebook-ში კანდელაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმად, „ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაზე, რაც, ცხადია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარი თემაა, ხელი არ მოუწერიათ ეკა ბესელიას და გუგული მაღრაძეს“.

ბესელიას და მაღრაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეზოლუციას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით უჭერდა მხარს.

“ქართულ დელეგაციას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, მდივანი, ხომ უნდა იკითხო, როცა მსგავს ინფორმაციას წერ?! რა ბავშვობაა ეს და რა არასერიოზული დამოკიდებულებაა? პატარა ბავშვი არ ხარ და უხერხულია ასეთი რაღაცეები“, – მიმართა ბესელიამ კანდელაკს და უმციესობის წევრისგან ახსნა–განმარტებები მოითხოვა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT