ტელეკომპანია GDS მოლაპარაკებებს "მეცრე არხის" ყოფილ თანამშრომლებთან აწარმოებს.
როგორც "აქცენტისთვის" გახდა ცნობილი მოლაპარაკებები, თამარ რუხაძესთან, იმედა დარსალიასთან, ეკა ბერიძესთან და ირინა თევდორაშვილთან მიმდინარეობს.
"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ამჟამად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე "აქცენტთან" საუბარში აცხადებს, რომ GDS-დან შეთავაზება ნამდვილად მიიღო.
"ჩემთან იყო საუბარი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს პროდიუსერობაზე, რომელსაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი წაიყვანს. რაც შეეხება ჩემს პასუხს, არის ის, რომ ჯერ-ჯერობით ქარტიის დატოვებას არ ვაპირებ", - განუცხადა "აქცენტს" რუხაძემ.
TV-3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედა დარსალიას "აქცენტთან" საუბარში აცხადებს, რომ მას შემოთავაზება არ მიუღია.
"არ ვადასტურებ აღნიშნულ ინფორმაციას, ჩემთან არავის დაურეკავს. რაც შეეხება იმას, დავთანხმდები თუ არა შემოთავაზების შემთხვევაში, ამაზე მერე ვისაუბროთ. სადაც ვარ, იქ თავს მშვენივრად ვგრძნობ", - განუცხადა "აქცენტს" დარსალიამ.
"მეცხრე არხის" განვითარების ყოფილი მენეჯერი რამაზ სამხარაძე, რომელიც არხის აღდგენის საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ GDS საინფორმაციო-საზოგადოებრივ გადაცემებს, სავარაუდოდ, "მეცხრე არხის" ტექნიკურ ბაზაზე გააკეთებს.
"სიცხადისთვის (რადგან მეცხრე არხის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი) გეტყვით, რომ ზუსტად ვიცი, ასეთი ტიპის ტელევიზიაში ჩემი ადგილი არ არის. ახლა ნათელია, რატომ არ მოხდა აღნიშნული ტელეკომპანიის ლიკვიდაცია და ქონების გადაცემა გარკვეულ ჯგუფებზე. წარმატებებს ვუსურვებ ყველას ვინც მსგავს პროექტში მიიღებს მონაწილეობას. არაფერი მიკვირს", - აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ, ტელეკომპანია GDS-ზე, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან გავა.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თოქ-შოუს გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე იგეგმებოდა, მაგრამ ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად, არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
"გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ. ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ “GDS Production”-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ, გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს. ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს, იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი, ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება", - აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.
"აქცენტი" კომენტარისთვის ზემოთხსენებულ სხვა ჟურნალისტებთანაც ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ვერ მოხერხდა. "აქცენტი" მათთან დაკავშირებას კვლავ ეცდება და კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.