Express News

„თეთრაძის წამების ორგანიზებაში ახალაიას ყოფილი მაღალჩინოსნები ამხელენ“



პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლის, ნანა თეთრაძის თქმით, ქარდავას მიერ მოწერილი წერილიდან მას ერთი სიტყვისაც არ სჯერა. 


„დაკავებული ექსჩინოვნიკები ლამის გმირებად შერაცხონ იმის გამო, რომ თურმე დანაშაულს არ აღიარებენ. იქნებ რომელიმე მათგანმა ერთხელ მაინც ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ აიტანს იმ საშინელ  წამებას, რასაც ჩემი  მეუღლე განიცდიდა?! პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს თავზე, სული რომ არ მოეთქვა, და ისე სცემეს.



იმ ავადსახსენებელ ე.წ ფუქსებში 5-6 დღე ჰყავდათ, სამხედრ პოლიციის შენობაში და უკანონოდ გადაიყვანეს, სადაც მას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში 5 საათი აწამებდნენ.



მოწმე ლევან ზაქრაძემ, სამხედრო პოლიიციის ყოფილმა უფროსმა, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ამ ოპერაციას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.



დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნებიც: მეგის ქარდავა, მამუკა იოსავა, გიორგი დგებუაძე („მასტერა“) და სხვები, რომლებიც ამ წამებაში მონაწილეობდნენ...



არსებობენ სხვა მნიშვნელოვანი მოწმეებიც მათი დასახელებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. არ მინდა, ვინმე დაშინდეს და სასამართლო პროცესზე საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, ქარდავა მწერს, რომ უდანაშაულოა.



„მიუხედავად იმისა, თქვენთვის ამ წერილის წაკითხვა შეიძლება ძნელი იყოს, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მაინც მომეწერა. ადრეც მინდოდა მომემართა, მაგრამ  ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან ვიყავი საჯარო მოხელე და თმენის ვალდებულება მქონდა. ხელისუფლებაში  მოსული მთავრობის ზოგიერთი  წარმომადგენელი  ცდილობს  ჩემს გამოყენებას, ერთ-ერთი კი პროკურატურაში თანამდებობაზეა და სწორედ ბატონ სერგოსთან (მის წამებასთან) არის დაკავშირებული“. ერთი სიტყვისაც არ მჯერა. რატომ არ შეეძლო  ქარდავას ამის უფრო ადრე მიოწერა? - განაცხადა თეთრაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

 

 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT