Express News

მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება



გიგი უგულავას საქმის მთავარი მოწმე გიორგი კაპანაძე საზოგადოებას თბილისის ყოფილი მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ულოცავს. მისი შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანა ნამდვილად  ევროპულ გზაზე დგას.


„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო. ეს ფაქტი ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ საქართველო დადგა ევროპის გზაზე და დღეს საქართველოში არ ერიდებიან ჩინოვნიკების გასამართლებას. საქმე ეხებოდა გიგი უგულავას მიერ საარჩევნოდ ფულების გათეთრებას, საქართველოში თანხების უკანონოდ გადმოტანას,"- განაცხადა კაპანაძემ გადაცემაში „რეაქცია".


თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავას ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ე.წ. მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT