Express News

“თავისუფალი ზონის” წარმომადგენელს ლაშა რუხაიას დაზიანებები არ აღენიშნებოდა


ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილ საქალაქო სასამართლოსთან დაშავებული “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელს ლაშა რუხაიას დაზიანებები არ აღენიშნება.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.
“პირველადი დათვალიერებით, რუხაიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის გონზეა, კონტაქტურია და დაკვირვების შემდეგ გაწერილი იქნება”, – განაცხადეს საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უგულავას მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანია დაკავებული, მათ შორის: კონსტანტინე გაბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გოჩა დარჯანია და დავით გოგოხია.

http://exclusivenews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT