„ქარათული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ძველ და ახალ საკრებულოს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულოში საკადრო პოლიტიკის მხრივ, მხოლოდ „უნიფორმები“ შეიცვალა.
„ახალი საკრებულო რა გგონიათ? ეს იგივე, ძველი საკრებულოა, ყოფილი „ნაციონალებით“ შედგენილი, რომლებიც ბიუჯეტს ქურდავდნენ. დღეს „ქართული ოცნების“ უნიფორმები ჩაიცვეს, ესაა განსხვავება, თორემ შიხიაშვილი ვინაა? ერთი, ჩვეულებრივი, რიგითი ზონდერია, ერთი ჰკითხეთ აბა, „თხა და გიგო“ თუ აქვს წაკითხული... შეიძლება ის იყოს საკრებულოს თავმჯდომარე?!“ - განაცხადა „რეპორტიორთან“ ჯონდი ბაღათურიამ.