Express News

სკანდალური პირველი ქართული გეი ფილმის ვიდეო

ავტორი: ნიკოლოზ დვალიძე
ბერლინისჰონგ-კონგისლისაბონისმუმბაისსან-პაულთუ სხვაკინოფესტივალებშიმონაწილების შემდეგ, რეჟისორ ზაზა რუსაძეს პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „ჩემი საბნის ნაკეცი“ უკვე ქართულ კინოეკრანებზეა 
ფილმის ტრეილერის ყურებისას მისტიკურ ელემენტებს რამდენიმე საინტერესო ფრაზა არღვევს. „ნუ გეშინია, სიმართლე მხოლოდ ის არის, რაც შენ იცი. სხვა სიმართლე არ არსებობს“,–ზუსტად ეს ფრაზა გაძლევს სტიმულს იფიქრო, რომ კინოთეატრში მისტიკაზე მეტად ევროპული კინო დაგხვდება.
სულ რამდენიმე ფერის გამოყენებით, რეჟისორი საკუთარი ფანტაზიის უახლოეს მომავალს წარმოაჩენს, რომელიც არცთუ იმდენად დადებითად ესახება: არ ცდილობს, დაგანახოს კონკრეტული რეალობა ან მაყურებელი რომელიმე ეპოქასთან დააკავშიროს. „უახლოესი მომავალი“ წარმოჩენილია როგორც ხალხში კომუნისტური ეპოქის გადმონაშთებით გაჟღენთილი პერიოდი, სადაც ნეპოტიზმი, წესების მორჩილება მთავარი პრიორიტეტებია.
73–წუთიანი ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდააა, რომელიც ვერაფრით ეგუება სისტემას და რეალობის აღქმა უჭირს. საინტერესოდ ვითარდება მთავარი გმირების, დიმიტრისა და ანდრეის ურთიერთობაც – მამაცი ბავშვები, რომლებმაც ყველა არსებული წესი დაარღვიეს და დღესაც ცდილობენ, საკუთარი გზა და თავისუფლება მოიპოვონ სისტემაში. სიუჟეტის მიხედვით, ისინი მისტიკურ ტყეს აღმოაჩენენ. შემდეგ ანდრეი უგზო–უკვლოდ დაიკარგება. მალე დიმიტრი შეიტყობს, რომ ანდრეი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სასამართლო დიმიტრის უცნაურ ჩვენებას ანდრეის ტყეში გაუჩინარების შესახებ სიცრუედ მიიჩნევს და ანდრეის ასმართლებენ. თითქოს ყველაფერი უკვე წაგებულია, თუმცა დიმიტრის აზროვნებაში სულიერი ამბოხება იწყება.
ფილმში სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ, რაც თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათობად იქცა: თორნიკე გოგრიჭიანი, თორნიკე ბზიავა, ავთანდილ მახარაძე, მაკა მახარაძე, მარინა ჯანაშია და სხვები. თეატრალური პათეტიკა, რომელიც ასე შესამჩნევი და გამაღიზიანებელია ხოლმე სხვა ქართულ ფილმებში, ამჯერად საერთოდ არ არსებობს.
ფილმი სავსეა მინიშნებებითა და სიმბოლოებით – პირველ რიგში, თვალში დროშები მოგხვდებათ, გმირების რუსულენოვანი სახელები, სოციალისტური რეჟიმის ქცევის წესები და ნორმები, ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე გმირების გაუცხოება და არაადეკვატურობა არსებულ რეალობასთან, თუმცა ყველაზე დეტალური და დასამახსოვრებელი მაინც მწვანე ხეა – პროგრესის სიმბოლო, რომელიც მოსამართლის კაბინეტში, მისი სურვილის მიუხედავად, მაინც შემოდის. ეს ნიშნავს, რომ რეჟისორი, საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ხედავს მომავალს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT