ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს წაუყენებენ ციხეში შევიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები
ბაჩო ახალაიას შესაძლოა ახალი ბრალი წაუყენონ. პროკურატურამ ახალაიას ადვოკატი ე.წ. მატროსოვის ციხეში დაიბარა. ასევე ციხეში შევიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები. როგორც რომეო საჯაია აცხადებს, მისთვის პროკურატურიდან არ განუმარტავთ თუ რა მიზეზით დაიბარეს ის ბრალდებულთან.
„გუშინ, საქართველოს პროკურატურიდან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ აპირებდნენშ შესვლას ბაჩო ახალაიასთან საგამოძიებო მოქმედებაზე. ჩვენი მოთხოვნა იყო რომ განემარტათ რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა სტატუსით უნდა შესულიყვნენ მასთან თუმცა ამაზე პასუხი ვერ მიიღეთ. ჩვენი მცდელობა იყო რომ დავკავშირებოდით ამ გამომძიებელს და პროკურორს თუმცა მათ ტელეფონი გათიშეს და ამ დრომდე არ ვიცით თუ რას აპირებენ და რატომ დაგვიბარეს დღეს აქ. ისინი ვალდებულები არიან სისხლის სამარტლის კოდექსის მიხედვით წინასწარ გვითხრან თუ რა საქმეზე გვიბარებენ, კონკრეტულად რა საპროცესო მოქმედებას ატარებენ“,-განაცხადა რომეო საჯაიამ
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიას დღეს ახალი ბრალი წაუყენონ. ის რომ პროკურატურა ახალ ბრალდებას ამზადებდა ახალაისთვის ამაზე გუშინ, მისმა მეუღლემ ანი ნადარეიშვილმაც ისაუბრა.