Express News

სააკაშვილის რეჟიმმა ქვეყანაში სისხლის გუბეები დააყენა



ჟურნალისტი ირმა ინაშვილი „თავისუფალი ზონის" წევრებს მოუწოდებს, ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურ თამაშებში და ნუ დაუჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს, რადგან, ჟურნალისტის თქმით, ამ პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში ტერორი შექმნა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მუშაობენ „თავისუფალი ზონის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სტუდენტებთან. ნუ ერთვებით პოლიტიკურ თამაშებში და ნუ ამაყობთ ამით. სააკაშვილის რეჟიმმა ამ ქვეყანაში სისხლის გუბეები დააყენა,"- მიმართა ახალგაზრდებს ირმა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უპირისპირდება დასავლურ ფასეულობებს, ადამიანის უფლებებსა და სიცოცხლის უფლებას.

გადაცემაში „პოლიტიკის დრო" ჟურნალისტი ევრომაიდანზე დავით ყიფიანის დაღუპვის ფაქტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობამ" უნდა აიღოს, რადგან ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესებისთვის ახალგაზრდებს სწირავს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT