Express News

ადამიანის უფლებათა დაცვის თავმდჯომარე მედეა ვსაძე-შეტევაზე გადასვლას ვაპირებ



აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მედეა ვასაძე უმრავლესობის შეთავაზებაზე - ბოდიში მოიხადოს ჯაბა ანანიძესთან განხორციელებული ზარის გამო, ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს, უარს ამბობს. მისი თქმით, მან ჯერ „ის ბრძლა“ უნდა მოიგოს, რომელიც წამოწყებულია და მერე მიიღებს კომიტეტის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას.  ამის შესახებ ვასაძემ 11 ივნისს Media.Ge-ს განუცხადა.
„ბოდიში შინაგანად თუ არ მოდის მე ვერავინ მაიძულებს მოხდას, ამიტომ მე ჯერ მზად არ ვარ ბოდიშის მოსახდელად. თუ რამე დავარღვიე, მე, როგორც დარღვევა, ეს ჯერ გაცნობიერებული არ მაქვს. ამ დროისთვის მე მორალურად მზად არ ვარ, პირიქით ჰიპერაქტიულ რეჟიმში ვარ, მოგერიების რეჟიმში ვარ და შეტევაზე გადასვლას ვაპირებ“, - უთხრა ვასაძემ Media.Ge-ს.
დეპუტატი ანანიძის მომზადებული მასალის გამო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვისაც აპირებს მიმართვას.
დეპუტატმა 9 ივნისს, გადაცემა „უმაღლესი კომფორტის“ ეთერში გასვლის შემდეგ ჯაბა ანანიძეს დაურეკა. ჩანაწერში, რომელიც „ტელეარხი 25“-ს მტკიცებით, ვასაძეს ეკუთვნის, დეპუტატი ჟურნალისტს ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს და მის სექსუალურ ორიენტაციაზე მიანიშნებს. აღნიშნულ საითხზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ სხდომაზე იმსჯელა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, გია მასალკინმა Media.Ge-ს განუცხადა, 10 ივნისს უმრავლესობამ ვასაძეს ბოდიშის მოხდა, ან თანამდებობის დატოვება შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის საკითხს უმრავლესობა კვლავ განიხილავდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT