ხმაური და პროტესტი ოცნების ოფისში
”ქართული ოცნების” მარნეულის გამგებლობის კანდიდატის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი ამ წუთებში პოლიტიკური პარტიის ცენტრალურ ოფისთან. ისინი კოალიციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 2 დღით ადრე, პარტიამ მარნეულში მერაბ თოფჩიშვილის კანდიდატურა მოხსნა. დახურულ კარს მიღმა მართავს კონსულტაციებს თავად თოფჩიშვილიც. გამგებლობის ყოფილი კანდიდატი კოალიცია ”ქართული ოცნების” ოფისში იმყოფება, თუმცა კონკრეტულად ვისთან აწარმოებს ის მოლაპრაკებებს ამ დრომდე უცნობია.