ქუთაისში სამართალდამცველმა 56 წლის მამაკაცი სცემა- ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან. მათი ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზად, პოლიციელმა რამაზ თუთისანმა, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ქურდობა დაასახელა, რომელშიც, როგორც პოლიციელმა თქვა, მევლუდ კოდუაა დამნაშავე. ნაცემი კოდუა, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაივანეს. ექიმების ინფორმაციით პაციენტს ნეკნები ჰქონდა დამტვრეული.