Express News

11-სულიანი ოჯახის მშიერი ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ



ლანჩხუთში, თურმანიძეების 11-სულიან ოჯახს, სადაც რვა მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, გასულ წელს ფონდმა „იავნანამ“ საცხოვრებელი სახლი შეუძინა. თუმცა ოჯახს მაინც ძალიან უჭირს, შიმშილის გამო ორი პატარა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დააწვინეს.

        სოციალურ დახმარებას ვიღებთმაგრამ არაა საკმარისითვეში 400 ლარით თავი როგორ უნდა ვირჩინოთ. შიმშილის გამო ორი ბავშვი საავადმყოფოში დავაწვინეთსასწრაფო დახმარება სოციალურმა აგენტმა გამოიძახა, როცა ნახა, რომ ბავშვები კარგად ვერ იყვნენ. გვეუბნებიანბავშვებსყურადღებას არ აქცევთ და ქუჩაში არიანომაგრამ მოშიებულ ბავშვს სახლში როგორ გავაჩერებთ?!  ბავშვებისულ მშიამშიას გაიძახიან, – ამბობს ოჯახის ბებია, რომლის თქმით, მიწას კი ამუშავებენ, მაგრამ მოწეული მოსავალი სამყოფი ნამდვილად არაა.

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში თურმანიძეების პატარები დედასთან ერთად იმყოფებიან.  თამარდოროხოვა  ლანჩხუთის საავადმყოფოში პატარების მოსავლელად უფროსი 13 წლის ქალიშვილი ეხმარება.

        ორი პატარა საავადმყოფოში მიწევსბავშვები სულ მშიებ მყავსსაავადმყოფოშიაც უჭმელობის  გამომოხვდით.  ჩაის მეტს ვერაფერს ვასმევდი. მეორე ბავშვი 6 თვისაა და წონაში არ იმატებს, თანაც თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა და ოპერაცია გაუკეთეს. ჩაის მეტს იმასაც ვერაფერს ვაძლევ. თვეა, სულსაავადმყოფოში ვარსოციალური დახმარება წამალში მეხარჯება, – გვითხრა თამარ დოროხოვამ.

მისი თქმით, ორი პატარა ბაღში დადის, იქ საკვებს იღებენ, მაგრამ სკოლაში ბავშვები ვერ დადიან.

         მოშიებულმა ბავშვმა მაღაზიაში ნისია დაიდომერე მევალეებმა  მომაკითხეს,  სახლში მოსვლასაცაგვიანებდნენქუჩაში იპარებიან და  ხელგაწვდილი  დგებიანმეუბნებიანრომ ჩემი შვილები მათხოვრობენ,მაგრამ რა ვქნასოციალურმა სააგენტო შემოგვთავაზა, ბავშვები გასაზრდელად სხვას მივცეთგანათლებასაცმიიღებენ და კვებაც ექნებათომაგრამ მიჭირს, ბავშვები სხვას გავატანო. მირჩევნია, მე ვიმათხოვრო და ჩემიშვილები ჩემთან იყვნენოღონდ იყოს და ყველანაირ სამუშაოზე თანახმა ვართ  მეც და ჩემი ქმარიც.რამდენჯერმე მივედით ადგილობრივ ხელისუფლებასთან თხოვნითრომ  მეუღლე მაინც დაესაქმებინათ,მაგრამ არაფერი გამოვიდა,“ – ამბობს გამწარებული დედა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძე  ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გელა თურმანიძეს სამსახური არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით, თურმანიძემ უარი განაცახდა.

 თურმანიძეების ოჯახს შარშან ერთხელ დავეხმარეთწელს პირადად ვიყავი მისული და ჩემი ფულითპროდუქტები მივუტანემერე დავიბარე გელა თურმანიძე და სტადიონზე მუშაობა შევთავაზეუარი მითხრა,სოციალურ დახმარებას ვიღებ და სამსახური რომ დავიწყოდახმარება მომეხსნებაომერე შევთავაზე სოფლისპროგრამებში ჩაგრთავ-მეთქიმუშაობა არ შემიძლიაწელი მტკივაო. 200 ლარი ახლახანს გადავურიცხეთ, –გვითხრა ურუშაძემ.

სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა მაკა გოგიჩაიშვილმა დაგვიდასტურარომ მათ ოჯახს მინდობითაღზრდა შესთავაზეს და ოჯახიც დათანხმდა.

  ჩვენ შევთავაზეთ ოჯახს ბავშვების მინდობით აღზრდაშერჩეული გვყავს ძალიან კარგი ოჯახებისადაცბავშვებს ექნებათ ნორმალური პირობებიდედამ და მამამ ამაზე თანხმობა უკვე დაწერესამ ოჯახში 7 თვისბავშვი  4.700 კგ-ს იწონის. ბავშვები სკოლაში არ დადიან და მათხოვრობენ. მინდობით აღზრდა კი დროებითია, როგორც კი სოციალური აგენტი ნახავსრომ ოჯახის სოციალური პრობლემები უმჯობესდება, ბავშვები მშობლებს დაუბრუნდებიან, – გვითხრა მაკა გოგიჩაიშვილმა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თურმანიძეების ოჯახის წევრები საავადმყოფოშიც მოინახულა. აქ ექიმები და მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატარებს  პედიატრი ქეთევან კალანდარიშვილი მეთვალყურეობს.


გამგებელმა თურმანიძეებს საკვები პროდუქტები მიუტანაოჯახის თავკაცს კი, საჭიროების შემთხვევაში,მედიკამენტებით დახმარება აღუთქვაასევე განაცხადარომ გელას დასაქმების პრობლემაც მოგვარდება დაოჯახს საქონელსაც შეუძენსთურა თქმა უნდამათ ამის სურვილი ექნებათ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT