საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის უმტკივნეულო ფორმა აირჩია.
„ოდიშარიამ დაწერა განცხადება, რომ იგი ითხოვს შვებულებაში გასვლას რადგან გადაიღალა. განცხადება რეგისტრირებულია კანცელარიაში. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი ინფორმირებულია, რომ გურამ ოდიშარია კუთვნილი შვებულებიდან პოსტზე არ დაბრუნდება", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ.
იმავე წყაროს ცნობით, ამ ეტპზე კულტურის მინისტრის თანამდებობაზე პოეტების რატი ამაღლობელის და დავით მაღრაძის კანდიდატურები განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერ ღარიბაშვილის იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის გურამ ოდიშარიას ამ დრომდე არ მიუღია.
"ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინიტროს პრესამსახურში დაუდასტურეს, რომ ოდიშარია შვებულებაში გავიდა.
,,მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, გავიდა შვებულებაში, თუ არ ვცდები ერთი თვით", - განუცხადეს ,,ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინიტროში.
ოდიშარია იქნება პირველი მინისტრი ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში ვინც პოსტს დატოვებს.