Express News

წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იწყება


ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელის ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, ინტერაქტივმა ცხადყო, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტს არ უნდა ,,აი-დი’’ ბარათი. წულუკიანი კი ყველაფეერს პირიქით ამბობს. 

,,რა უნდა ველაპარაკოთ, 2 წელია პასუხს ელოდება ამდენი სასულიერო პირი, 100 000 ხელმომწერი... ეს უკვე ნირწამხდარი წულუკიანია. მისი ნამდვილი სახე საზოგადოდ გამოჩნდა და გაჩერება არაფრით არ შეიძლება. უკვე საკითხი გვაქვს შეტანილი პრემიერ-მინისტრთან და საერთოდ მისი გადაყენების საკითხსაც მოითხოვს ხალხი. სავარაუდოდ, მოგვიწევს წულუკიანის გადაყენების საკითხის განხილვა. 9 მარტს კანცელარიის წინ მართლმადიდებლების ხალხმრავალი აქცია ჩატარდა. ამ ეტაპზე მოძღვრებმა შეაჩერეს ხალხი. 
მან, ასე ვთქვათ, ბრძოლა გამოუცხადა ხალხს. ჯერ ერთი, ცრუობს მინისტრი, როცა იძახის: მე სანამ მოვიდოდი, არ ვიღებდი, სხვანაირად ვაზროვნებდი და რომ მოვედი, მერე ვნახე, რომ თურმე ,,აი-დი’’ ბარათებში სახელისა და გვარის მეტი არაფერი ყოფილაო. 20 წელიწადია ევროპული ქვეყნები იძიებენ ამ საკითხს და დღემდე ბოლომდე ვერ გამოიძიეს, რა ხდება და იუსტიციაში სამსახურის დაწყებიდან 2 კვირაში როგორ გამოიძია, საინტერესოა, მინისტრმა? 
მოკლედ, სანამდეც გასდის, არ ერიდება, ისიც კი თქვა, - ხალხის აზრის გათვალისწინება, სახელმიფო სისუსტე იქნებაო... კანცელარიაში გვპასუხობენ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო, ყველა ერიდება ამ საკითხს და გამოძებნიან ხოლმე ისეთ უტიფარ ადამიანს, რომელსაც არ ესმის კარგად რასთან აქვს საქმე’’, - განუცხადა გაზეთ ,,ალიას’’ ზაზა ნანობაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT