მერაბიშვილის სიდედრი - მეგონა გვისმენდნენ და მეკიდა, როგორ გამოვიყურებოდი, თურმე გვიღებენ კიდეც
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მოსასმენი მოწყობილობების აღმოჩენის ფაქტს, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიდედრი სარკასტულად ეხმაურება.
''მე მეგონა გვისმენდნენ და მეკიდა, როგორ გამოვიყურებოდი, თურმე გვიღებენ კიდეც.... ამის შემდეგ უმაკიაჟოდ ვეღარ მნახავთ“, - წერს თაკო მერაბიშვილის დედა სოციალურ ქსელში.