ვაკეში 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
აბაშიძის ქუჩაზე გვიან რამით 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობა მარჯვენა მხარში აქვს მიყენებული, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებაზე მიმდინარეობს.