ზუგდიდში, მაცხოვრის ხატს თვალებიდან წითელი სითხე გადმოუვიდა
ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ნაყიდ მაცხოვრის ხატს თვალებიდან წითელი სითხე გადმოუვიდა.
“გუშინ ჩვენს ტაძარში წირვის შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა შეიძინა მაცხოვრის ხატი, სახლში მისვლის შემდეგ ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ ხატზე მაცხოვრის თვალებიდან წითელი სითხე წამოვიდა, რამაც ისინი ძალიან შეაშინა, რადგან რამდენიმე თვის წინ მსგავსი მოვლენა მათ სახლში ერთხელ უკვე მოხდა - წმ.გიორგის ხატიდან წამოვიდა წითელი სითხე – გარკვეული დროის შემდეგ მათ სახლი დაეწვათ და ეს ორი მოვლენა (წმ.გიორგის ხატიდან წითელი სითხის დენა და სახლის დაწვა) ერთმანეთს დაუკავშირეს. არ შემიძლია ამ მოვლენების ერთმანეთთან კავშირი არც უარვყო და არც დავადასტურო, მაგრამ წმ.წერილიდან ვიცით, რომ სინანულით, ლოცვით, მარხვითა და მოწყალებით დიდი უბედურებაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ", - აცხადებს დეკანოზი ილარიონ შენგელია.
accent.com.ge