ავსტრალიური მედია-საშუალებები ოპერას თხოვნით მიმართავენ, რომ ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს, თამარ ივერს, ჰომოფობიური განცხადებების გამო, სცენაზე სიმღერის უფლება ჩამოართვან. მომღერალმა ერთი წლის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან LGBT ადამიანები “ფეკალურ მასებს” შეადარა.
მაშინ თამარ ივერის ამ ჰომოფობიურ განცხადებას, საზოგადოების მხრიდან რეაქცია მოჰყვა.
მომხდარს თამარ ივერი რამდენიმე საათის წინ კვლავ ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს. „კვირა“ თამარ ივერის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„სამწუხაროდ,ფეისბუკის საიტებზე,ვინმე, ვფიქრობ უცხოელი და საქმეში ჩაუხედავი პიროვნებებისგან ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია თითქოს მე ღია ჰომოფობიური წერილით მივმართე ბატონ პრეზიდენტ მარგველაშვილს.
საქმე იმაშია, ამ “კეთილისმსურველმა” ინტერნეტით აღმოაჩინა შარშანდელი, ინტერნეტში ჩარჩენილი ინგლისურენოვანი ლინკი 17 მაისის მოვლენების შესახებ.სტატიაში ნახსენები სიტყვა პრეზიდენტის მიხედვით შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მარგველაშვილია და ავტომატურად ჩათვალა რომ აღნიშნული წერილი მას ეკუთვნის და ახლახან ხდება ეს ყოველივე. საქართველოდან ასეთი არაკომპეტენტური ინფორმაცია ნამდვილად არ გავიდოდა.
არადა, ეს არანაირი წერილი, არამედ შარშანდელ, იმ ყბადაღებულ ფეისბუკის პოსტზეა საუბარი რაზეც უკვე საკმაოდ დაიწერა, რაზეც მრავალჯერ გავაკეთე ახსნა-განმარტებითი განცხადება და ოფიციალური ბოდიშის წერილიც მივწერე “იდენტობის” დირექტორს ბატონ ირაკლი ვაჭარაძეს.
ალბათ, უცხოეთში იმ ვინმეს ძალიან გაეხარდა ამ 1 წლის წინანდელი ამოწურული ამბის ინტერნეტ სივრცეში აღმოჩენა, ხელახლა ამოტივტივება და ამ ამბით ახლა ჩემი პროვოცირება. მცდარია და ჭეშმარიტებას მოკლებული ასევე ინფორმაცია თითქოს ავსტრალიის თეატრი ამ შარშანდელი სტატიის გამო კონტრაქტს მიუქმებს. ერთი წლის განმავლობაში ვიმღერე მთელ რიგ ევროპის თეატრებში და რატომღაც მაშინ არ უაქტიურია ამ პიროვნებას. მე როგორც დღეს, ასევე შარშანაც გავაკეთე კომენტარი რომ ძალიან ვწუხდი და ვწუხვარ ამ ამბის გამო, რომელმაც ჩემი უმცირესობაში მყოფი მეგობრები სულიერად დააზარალა და ჩემდამი ნეგატიურად განაწყო, მაგრამ არც ის არის კარგი საქციელი, რომ თითქმის წელიწადნახევრის შემდგომ მავანმა იგივე თემით მატეროროს, საზოგადოებას ის პოსტი დამახინჯებულად, არასწორი, თავისი გემოვნებით ინტერპრეტირებული, გაზვიადებულ კონტექსტში, როგორც ახლახანს მომხდარი, ისე მიაწოდოს და საზოგადოება ჩემდამი ნეგატიურად განაწყოს. თუმცა რას ვიზამთ, როგორც ნათქვამია: რაც არ გვკლავს-ის გვაძლიერებს. ამ ინციდენტმა დიდი გაკვეთილი მომცა ცხოვრებაში“, – წერს თამარ ივერი.