„ყოფილი მთავარი პროკურორი ესკორტით გადაადგილდება, მას ემსახურება სახელმწიფო დაცვა და დადის "მოდულის" შენობასა და ფინანსურ პოლიციაში“.
ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო სისტემას კვლავ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს.
"ტელევიზიით, ორშაბათიდან პარასკევამდე, ნაცვლად იმისა, რომ საუბარი იყოს თუ რა კეთდება ქვეყანაში, არის პროკურატურიდან ერთი უტიფარი ადამიანის საუბარი, რომელიც დაწერილი ტექსტიდან კითხულობს სიცრუეს. ეს დადასტურდება ბატონებო. ამას ოთარ ფარცხალაძე აკეთებს, რომელიც აღმოჩნდა რომ ყაჩაღია. ფარცხალაძე დადის ესკორტით, ემსახურება სახელმწიფო დაცვა და შედის "მოდულის" შენობაში – იქვე ახლოს ცხოვრობს და გადაირბენს ხოლმე. ასევე დადის ფინანსურ პოლიციაში, აქვს თავისი ოფისი. რეალურად მთელ ამ სისტემას ყაჩაღი ფარცხალაძე მართავს, რომელმაც თითქოს და, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და თანამდებობიდან წავიდა" – განაცხადა მინაშვილმა პარლამენტის სესიაზე.