საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ,,ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციამ ,,ქართული ოცნება“ დააზარალა.
ნიშნიანიძის თქმით, კოჰაბიტაცია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასრულდება.
,,ჩვენ და ჩვენი გუნდი, სწორედ ამ კოჰაბიტაციამ დაგვაზარალა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი იმიჯისა და რეიტინგის ხარჯზე გავუძელით. გამარჯვებულ ძალას, როგორმე უნდა მოგვეთმინა და გადაგვეტანა ეს პერიოდი. ახლა იგივეს გაგრძელება და კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა მეტად აღარ შემიძლია, ვერ გავუძლებ და ვეღარ გადავიტან. ჩვენ ორი მძიმე არჩევნები გადავიტანეთ გამარჯვებით, დაგვრჩა კიდევ ერთი და ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ დავასრულებთ კოჰაბიტაციას. ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ასეთი მდგომარეობის გაგრძელება აღარ შეიძლება, ყველას თავისი ადგილი უნდა მივიჩინოთ“- აღნიშნა ნიშნიანიძემ.
დეპუტატო მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხალხმა გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს.
,,ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევნები რომ წაგვეგო, საქართველოში ჩვენი ბუნდღა არ დარჩებოდა. შვილებსა და ნათესავებს ამოგვიძირკვავდნენ. მაგათთვის ახლა ცხივრში მირტყმა მსუბუქია. როგორც კი, არჩევნები დასრულდება, ჩვენს გადამწყვეტ სიტყვას ვიტყვით. აი, არჩევნები ჩატარდება და განახებთ“- განაცხადა ნიშნიანიძემ.
წყარო newspress.ge