Express News

გიორგი გაბედავა "იმედის ფესტივალის" მონაწილეებს "სირცხვილის კორიდორის" მოწყობით ემუქრება


პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა 6, 7 და 8 ივნისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ "იმედის ფესტივალს" მეგობრებთან ერთად გააპროტესტებს. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გაბედავამ განაცხადა, იგი ხელს შეუშლის ფესტივალის ჩატარებას. მისივე თქმით, ფესტივალი, რომელიც "იმედის ფესტივალის" სახელით სპორტის სასახლეში იმართება, ბაპტისტურ-ევანგელისტური მიმდევრების ორგანიზებულია. 
მისივე თქმით, ფესტივალის შემდეგ, რომლის ორგანიზატორიც ვინმე გრემია, ჩატარდება ქადაგება.
გაბედავას განცხადებით, იგი მეგობრებთან ერთად, სპორტის სასახლის წინ "სირცხვილის კორიდორს" მოაწყობს და ყველას მოუწოდებს, ფესტივალში მონაწილეობა არ მიიღონ. 
"მე ყველას ვურჩევ, რომ ეს ფესტივალი საქართველოში არ ჩატარდეს. მე ამას ხელს შევუშლი, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. არავის არ ვერჩი, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ ვინც იქ შევა, ის იქნება მართლმადიდებლობის მოღალატე ადამიანი. ჩვენ მოვაწყობთ "სირცხვილის კორიდორს" და ყველას მოვუწოდებთ, რომ "იმედის ფესტივალს" არ დაესწრონ", - განაცხადა გიორგი გაბედავამ. 
"იმედის ფესტივალი" 6, 7 და 8 ივნისს სპორტის სასახლეში გაიმართება. ფესტივალზე დასწრება უფასო იქნება. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT