Express News

ირაკლი ბათიაშვილი: გიორგი, ხომ იცი, ხალხმა ხმა ბატონ ბიძინას მისცა! თუ ღირსება გაგაჩნია, უნდა გადადგე!



„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი თვლის, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილს თავმოყვარეობა და ღირსება გააჩნია - თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„გიორგი, შენ ხომ ძალიან კარგად იცი, იმ ელეტორატიდან, ვისი მეშვეობითაც შენ გაიმარჯვე საპრეზიდებნტო არჩევნებში, არავის, გარდა შენი რამდენიმე ახლობლისა, შენთვის ხმა არ მოუცია. ამ ამორჩეველმა ხმა მისცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ,  გამომდინარე ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობიდან, უნდა გადადგე პრეზიდენტის თანამდებობიდან“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა  დღეს „რეპორტიორში“  სტუმრობისას.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში,  თუ რიგგარეშე საპრეზიდენტ არჩევნები გაიმართება, პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე  პრეზიდენტობის უკონკურენტო კანდიდატი იქნება.

„ის შეძლებს შესანიშნავ თანამშრომობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან“, - დასძინაირაკლი ბათიაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT