საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა საბოლოოდ ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას.
„იმ მუშაობაში, რომელიც ადრე დავიწყეთ კანცელარიის ორ ოთახში, ცვლილებები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, რომ ამ შენობაში ყოფილიყო უნივერსიტეტი, თუმცა როგორც ვხედავთ, ეს პროექტი ჯერ ვერ დაიძრა, კანცელარიაში 2 ოთახის ფარგლებში მუშაობა კი ცოტა გაგვიჭირდა, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტიოლება, მე აქ ვმუშაობ, რასაც ადასტურებს ჩემი დღევანდელი შეხვედრა მედიასთან“ განაცახდა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით ექს–პრემიერ ივანიშვილის კრიტიკას, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან საუბარი მართლაც ჰქონდა, თუმცა მის განსაჯაროებას არ აპირებს.