Express News

უხელფასოდ დარჩენილი მუშები დახმარებას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვენ


უთაისში, ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 7 მუშა უკვე 8 თვეა კუთვნილ ხელფასს ელოდება. უხელფასოდ დარჩენილი მუშები დახმარებას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვენ. 
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე მუშების პრობლემა გააჟღერეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, შპს „ქეთურინამ“, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ევალებოდა, მუშები უხელფასოდ დატოვა. აღნიშნულ შპს-ს 7 მუშის მიმართ დაახლოებით 7 000 ლარიანი დავალიანება აქვს. 
„მუშებმა სასამართლოს მიმართეს და პროცესი მოიგეს. შპს „ქეთურინამ“ კი,როდესაც მიხვდა საქმეს აგებდა, სახელი შეიცვალა და „გზა 21“ დაირქვა, თუმცა შპს-ს ხელმძღვანელობა, მისამართი და საინდენტიფიკაციო კოდი იგივე დარჩა. ამიტომ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, იუსტიციის მინისტრისათვის მიმართვა გადავწყვიტეთ,“ - ამბობს წულაია. 
ქუთაისში ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაცია გასული წლის მარტში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
„სამართალი ვერ ვიპოვეთ. ამიტომ, დახმარებას იუსტიციის მინისტრს ვთხოვთ,“ - ამბობენ მუშები.

წყარო http://topnews.com.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT