სტამბულში ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩეჩენ ბოევიკს საქართველოს ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის მოკვლა დაუკვეთა“.
ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბრაში ექსპერტი ვალერი გელბახიანი აცხადებს.
გელბახიანის თქმით, იმ დროს პატარკაციშვილის ჩამოშორების ორი გეგმა არსებობდა.
„ახლა მე თქვენ გეტყვით დადასტურებულ ფაქტს, სტამბულში ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩეჩენ ბოევიკს საქართველოს ხელისუფლებამ პატარკაციშვილის მოკვლა დაუკვეთა, იყო ორნაირი გეგმა, ერთი გეგმის მიხედვით თვითმფრინავს უნდა ესროლა ყუმბარმტყორცნი და აეფეთქებინათ ჰაერში, შეთავაზებული იქნა მეორე გეგმაც, რომ ლონდონში უნდა მომხდარიყო ტერორისტული აქტი და მოეკლათ პატარკაციშვილი. მკვლელობის დროს მთავარი იყო, რომ საქართველოს კვალი არ გამოჩენილიყო. სწორედ იმ მიზნიტ ჩაიყვანა კოდუა პატარკაციშვილმა, დაედგინა, ვინ აძლევდა მკვლელობის შეკვეთას საქართველოდან. კოდუამ ეს ჩანაწერი მოისმინა და თქვა, რომ ეს იყო „მასტერას ხმა“, რომელიც მუშაობდა დათა ახალაიასთან წამყვან პოზიციაზე. ასე, რომ „მასტერას“ პატარკაციშვილის მკვლელობის იდეა თვითონ არ გაუჩნდებოდა. პატარკაციშვილის მკვლელობა იყო პოლიტიკური დაკვეთა. ამის დავალება მისცა ან ვანო მერაბიშვილმა ან უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა,“ - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას გელბახიანმა.