Express News

17 მაისს მართლმადიდებლები და სასულიერო პირები მსვლელობას მოაწყობენ



17 მაისს მართლმადიდებლები და სასულიერო პირები ფილარმონიიდან სამებამდე მსვლელობას მოაწყობენ
17 მაისის აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ბექა ცხადაძის თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები სასულიერო პირებთან ერთად ფილარმონიასთან აქციას გამართავენ, "სადაც ჰომოსექსუალიზმის, ათეიზმის, ფემინიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყობა."
გამოფენის დასრულების შემდეგ კი ფილარმონიიდან სამებამდე ფეხით მსვლელობა გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაკა ნიკოლაიშვილის თქმით კი, 17 მაისს მართლმადიდებელი ადამიანები ახალ რეფორმებსა და ძველ ტრადიციებს შორის არჩევანს გააკეთებენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT