სასწრაფოდ-საყდრისში პოლიციაა მობილიზებული (ფოტორეპორტაჟი)
კაზრეთში კომპანია RMG-ს თანამშრომლებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მცირე ინციდენტები მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, საყდრისი-ყაჩაღიანის მთას მიახლოებოდნენ, სადაც სპეციალური ტექნიკური საშუალებების მუშაობა შეიმჩნეოდა. თუმცა დაცვის თანამშრომლებმა, ასევე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს გზაზე ჩასვლის საშუალება იმ მოტივით არ მისცეს, რომ “ტერიტორია კერძო საკუთრებაშია”.