Express News

გოჩა კალანდიამ „ქართული ოცნება" დატოვა


"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აქტივის კოორდინატორმა გოჩა კალანდიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ იგი „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს. როგორც კალანდიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი გადაწყვეტილების ერთერთი მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გახდა. „ნიუპოსტი“ კალანდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნება“ჩამოყალიბების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო ღონისძიებებში. მაშინ მჯეროდა და ღრმად მწამდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია შეძლებდნენ ძალადობის, ელიტარული კორუფციისა და პოლიტიკური დევნის აღკვეთას; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების წასალეკად გლობალიზმის სახელით მოვარდნილი ღვარცოფის თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებას. ნაცვლად ამისა მივიღეთ შემდეგი:
1.მაგალითად, ჩემს რაიონში წალენჯიხაში სამოხელეო დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა წამოტივტივება და პრივილეგირება, ქართული ოცნების წამყვან პოზიციბზე უინტელექტო და შესაბამისი ცოდნის სერიოზული დეფიციტის მქონე უმიზნო და უიდეო მედროვე–კონფორმისტების თავმოყრის წახალისება;
2. წამყვანი რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის თანამდებობებზე ე. შევარდნაძის დროინდელი კოტრაბანდისტების, წარსულში სხვადასხვა ტიპის კორუფციულ საქმიანობაში ჩაფლული არაკომპეტენტური ადამიანების, საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –ატესტატის გამყალბებლების, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის კონსტიტუციური უსაფთხოების დაცვის(კუდ–ი) აგენტ–პროვოკატორების პრივილეგირება და საკვანძო პარტიულ თუ ადგილობრივ მმართველობის თანამდებობებზე წამოყენება;

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT