როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ამ წუთებში, ვითარება დაიძაბა კაზრეთში, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორც ადგილობრივები იუწყებიან, RMG გოლდმა აქციის ადგილას საკუთარი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებიც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს მოუწოდებენ დატოვონ ტერიტორია და კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. სავარაუდოდ, მუშების კონტრაქცია სწორედ ღარიბაშვილის ჩასვლას უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
"გურია ნიუსი" ცდილობს გაარკვიოს როდის და რა მიზნით ჩადის კაზრეთში პრემიერი.
gurianews.com