Express News

ძიუდოს ფედერაცია დავით ქევხიშვილის დაკავებასთან დაკავშრებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს



ძიუდოს ფედერაცია ფედერაციის პრეზიდენტის, ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის დაკავებას ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს ქევხიშვილის საქმის დროულად განხილვისკენ მოუწოდებს, ფედერაციაში განმარტავენ რომ ქევხიშვილის დაკავება დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. "საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს, 25 აპრილს ყვარელში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით ქევხიშვილს, რომელიც ხასიათდება წესიერ და პატიოსან პიროვნებად. მოვითხოვთ, სამართალდამცველმა ორგანოებმა საქმე განიხილონ სასწრაფოდ და სამართლიანად კანონის ფარგლებში, რადგან მისი დაკავება არის დიდი ფსიქოლიგიური დარტყმა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე", - ნათქვამია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი ამ დროისთვის შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT