ყვარლის გამგებელი თანამდებობიდან გადააყენეს
ყვარლის საკრებულომ გამგებელს დავით ქევხიშვილს უფლებამოსილება შეუჩერა. გამგებლის მოვალეობას ქევხიშვილის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს.
საკრებულოს სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერები პოლიციამ დააკავა.
ამ დროისთვის ყვარლის გამგეობაში მუშაობა შეჩერებულია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.