Express News

წმინდა სინოდის წევრები 19 აგვისტოს ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან



საქართველოს მართმადიდებელი ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება 19 აგვისტოს ზუგდიდსა და ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
„ა.წ 19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 15.00 საათზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირები ანაკლიაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ელექტრონული ფესტივალის – “კაზანტიპის” ჩატარება გააპროტესტეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT