Express News

მომღერალი სოფია როტარუ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს



მომღერალმა სოფია როტარუმ გადაწყვიტა, არ დატოვოს საკუთარი სახლი ყირიმში და არ გაცვალოს უკრაინულიპასპორტი რუსეთის მოქალაქეობაზე.
როტარუს ვაჟის განცხადებით, დედამისი არ აპირებს იალტაში კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაყიდვას. იგი არშეუშინებია ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკანასკნელ პერიოდში. მისივე განცხადებით, ხელოვანმა ამსაცხოვრებელ სახლში საკუთარი სული ჩადო და მასთან განშორებას არ გეგმავს.
რაც შეეხება საკითხს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ქალბატონმა განაცხადა, რომ იგი უკრაინელია დამოქალაქეობის შეცვლასაც არ აპირებს. მომღერლის დედაც, რომელიც წარმოშობით მოლდოველია, მოქალაქეობა კიუკრაინისა აქვს, შვილის შეხედულებებს იზიარებს.
ამასთანავე, როტარუს შვილის განცხადებით, მას აშინებს დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხი,რადგან რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი დაწყებულია, რუსულ პასპორტზე უარის თქმა კი დოკუმენტურადრთული პროცედურა იქნება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT