ბულვარის ტერიტორიაზე 15 სავაჭრო ჯიხურის ინდმეწარმე საპატრულო პოლიციაში დაიბარეს. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პირები თვითნებურად განაგრძობენ სურსათის რეალიზაციას, რადგან 5-თვიან ხელშეკრულებას ვადა ნოემბერში გაუვიდა.
თავად მოვაჭრეები პირობას აყენებენ - ჯიხურებს იმ შემთხვევაში დაცლიან, თუკი, ელექტრონულის ნაცვლად, საჯარო აუქციონი გამოცხადდება. ადმინისტრაციაში ინდმეწარმეებს ვადას 1 აპრილამდე აძლევენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიის დატოვების შემდეგ ვებ-გვერდზე ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია განთავსდება.