ნიკა გვარამია-"ძვირფასო სააგენტოებო, ცოცხალიც ვარ".
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე" დაბრუნდა.
„ე.ი, ჩემი არსებობის მთავარი ფორმა FB ყოფილა. გავაუქმე თუ არა „ექაუნთი“ (ბევრ დროს მახარჯვინებს უსაგნოდ), არც მეტი, არც ნაკლები, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამომაცხადეს.
ძვირფასო სააგენტოებო, ცოცხალიც ვარ, „რუსთავი 2“-შიც მშვენივრად ვგრძნობ თავს და სააპელაციო სასამართლოშიც ვებრძვი პროკურატურას. იმდენი ენერგია მაქვს, ყველას მოვცელავ, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის“,- წერს გვარმია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.