Express News

სკანდალი-ნაციონალისთვის კვერცხების სროლის გამო ყვარლის გამგებელი და კიდევ 16 პირი დააკავეს



ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქევხიშვილის პრესმდივანმა ნინო ხუციშვილმა დაადასტურა.


დავით ქევხიშვილთან ერთად, დაკავებულია კიდევ 16 პირი. მათი დაკავება ინციდენტს მოჰყვა, როდესაც ყვარლის გამგებელის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს.

ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტის შენობაში და შენობის გარეთაც პოლიციაა მობილიზებული. დღეს საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გამგებელი დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებბს რამდენიმე საათის განმავლობაში გამგებლის კაბინეტი დაკავებული ჰქონდათ და მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპასუხოდ ქევხიშვილის მხარდამჭერებმა და "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარი აჭედეს.





geworld.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT