Express News

ზურაბ ადეიშვილთან მუშაობის პერიოდში ოთარ კახიძემ 143, 797 ლარი მიიღო




ოთარ კახიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მას მეუღლე და ორი შვილი – ვაკო და დუდუ ჰყავს.

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის დეკლარაცია მწირი ინფორმაციით გამოირჩევა. თუმცა, სხვდასხვა დროს თანამდებობიდან მიღებულ შემოსავალს მაინც მიუთითებს.

ოთარ კახიძემ იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას, 2010 წელს – 25 200 ლარი მიიღო. 2011 წელს – 58 000 ლარი, 2012 წელს კი მისი შემოსავალი 60 597 ლარს გაუტოლდა. იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სამ წელიწადში, შემოსავლის სახით თანამდებობიდან 143 797 ლარი მიიღო.
წყარო: კვირა

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT