ჟურნალისტ გიორგი მარჯანიძეს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, მისმა მეგობრებმა თუ მხარდამჭერებმა თანხის შესაგროვებლად სხვადასხვა ხერხს მიმართეს.
ერთ-ერთი იყო ანაკლიაში გასამართი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელსაც პარტია “რეფორმატორები” და მისი თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ხელმძღვანელობდა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი ორგანიზატორებს კონცერტის ჩატარებაზე უარი იმ მოტოვით ეთქვა, რომ იქ კაზანტიპის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება და ადგილი უკვე დაკავებულია.
ამ თემაზე ირაკლი ღლონტმა საინფორმაციო სტატუსი სოციალური ქსელით გაავრცელა.
ირაკლი ღლონტის სტატუსი:
ზუგდიდის გამგებელი ,,კაზანტიპის რესპუბლიკის” მოქალაქეებს პატივს სცემს და მხარს უჭერს, საქართველოს მოქალაქეებს კი უარით გვისტუმრებს !!! დღეს დამირეკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (კულტურის სამსახური) ქალბატონმა და გადმომცა გამგებლის, ედიშერ თოლორაიას უარი ანაკლიაში კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, როცა ვთხოვე უარის თქმის საფუძვლებიც ეცნობებინა, ტელეფონით განმიმარტა, რომ კაზანტიპის ორგანიზატორებს აქვთ აღებული ნებართვა და ფიზიკურად შეუძლებელია იქ სხვა სახის ღონისძიების გამართვა. მე განცხადებაში აღნიშნული მქონდა ტერიტორია (სასტუმრო ,,ანაკლიის” მიმდებარე ტერიტორია) , სადაც შესაძლებელია გამგებლის თანხმობის შემთხვევაში კონცერტის ორგანიზება. როგორც სჩანს არაკომფორტული ,,პრადოს” მოყვარული გამგებელი კარგად ვერ აცნობიერებს რამხელა შანსი დაკარგა რომ კეთილგანწყობილი დაეტოვებინა ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის მე და ის ღირსეული ზუგდიდელები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცდილობდა ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისათვის უფასოდ გვეჩვენებინა ქართული ხელოვნება, მუსიკა და ფოლკლორი. ,,პრადოს” მოყვარულმა გამგებელმა ვერ გააცნობიერა ის, რომ მან ჩვენ გარდა უარი უთხრა ზუგდიდში მცხოვრებ ახალგაზრდა შშმ მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის გამო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების საფრთხის წინაშეა და ახალგაზრდა ჟურნალისტს გიორგი მარჯანიძეს (აღმოაჩნდა თავის სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება 10 000 ლარი ოპერაციისათვის) , რადგან კონცერტი იყო საქველმოქმედო და შემოსულობები უნდა გადაგვენაწილებინა ამ 2 ახალგაზრდა კაცისათვის. კონცერტს აფინანსებდა რამდენიმე კერძო კომპანია და ის ზუგდიდელები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ჩვენთან ერთად. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამგეობის წარმომადგენელი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და სატელეფონო საუბრისას ცდილობდა მოეპოვებინა ჩემი თანხმობა, რომ განცხადებაზე არ ეპასუხათ ოფიციალური წერილით. ვინაიდან მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ უარის თქმის. უარის თქმის საფუძველი მხოლოდ გამგებლის უპასუხისმგებლობაა. ბატონო ედიშერ, ჩვენ ისევ შევხვდებით და თან ძალიან მალე;) პატივისცემით, ირაკლი ღლონტი.
ირაკლი ღლონტის სტატუსს გამოეხმაურა ჟურნალისტი გიორგი მარჯანიძე.
გიორგი მარჯანიძე:
დიდ მადლობას გადაგიხდით მეგობრებო და არა მარტო მეგობრებო, რომ გვერდით მიდგახართ… და გულთან მიგაქვთ ჩემი გაჭირვება. მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდის გამგეობას და ვუთხრა, რომ არანაკლებ უნამუსოები ხართ ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. თქვენი დროც მოვა და თქვენც მალე წახვალთ, როგორც წავიდნენ სხვები. ეს არის სრული ფაშიზმი როდესაც საქმე ადამიანის გადარჩენას ეხებოდა ეს ღონისძიება და ასე ფაშისტებიც კი არ მოიქცეოდნენ. ბრავო ზუგდიდის გამგებელს, ჩაგეთვალა. თუმცა მე დავბრუნდები და ეს არ არის მუქარა. უბრალოდ მოვალ ხელს ჩამოგართმევ და გეტყვი რომ მე გადავრჩი, და არა შენი წყალობით, არამედ იმ ადამიანების წყალობით, ვინც თუნდაც ერთი ლარი გაიღო, უჭირთ და მაინც მეხმარებიან. მე როცა საქართველოში ჩამოვალ კაზანტიპი დასრულებული იქნება და როცა ხელს ჩამოგართმევ ხელებს სპეციალური ხსნარით დავიბან, რომ უკრაინელებისგან და სხვა ტურისტებისგან გადადებული მანდაროშკა არ გადამედოს. მე ყველა იმ ადამიანს მადლობას ვუხდი ვინც გვერდით მიდგას და ბრძოლობს ჩემი გადარჩენისთვის. მეგობრებო ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ფულზე გაყიდული ნამუსი…
ფულზე გაყიდული რწმენა…
ფულზე გაყიდული ტრადიციები…
ეს
“კაზანტიპია”
ფულზე გაყიდული ნამუსი…
ფულზე გაყიდული რწმენა…
ფულზე გაყიდული ტრადიციები…
ეს
“კაზანტიპია”