Express News

როგორ ემშვიდობება გუმბათის ჩამონგრევისას დაღუპულ სტიქაროსანს შეყვარებული-მადლობა, რომ შემიყვარე


ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ თორნიკე მახარაძეს შეყვარებული „ფეისბუქზე“ ამაღელვებელი სიტყვებით ემშვიდობება.
„მთელი ცხოვრება მემახსოვრები, ჩემი გული ხარ, ჩემი ყველაფერი... ახლა შენთან უნდა ვყოფილიყავი, მადლობა, რომ შემიყვარე... მადლობა, რომ მაფასებდი და ჩემთვის ყველაფერს აკეთებდი... მეც მიყვარხარ, გუშინწინ რომ მომწერე მიყვარხარო და მენატრებოდიო, მაპატიე, რომ არ გითხარი და დაგიმალე თუ როგორ მენატრებოდი და მიყვარდი... 2 დღეში თბილისში გელოდებოდი... ჩემში დარჩები“, - წერს გოგონა „ფეისბუქზე“.
გუშინ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მშენებარე ტაძრის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი თორნიკე მახარაძეა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT